მოლდოვა: ქვეყნის საჰაერო სივრცე დრონმა დაარღვია
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ივნისის ღამეს ქვეყნის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია.
უწყების ცნობით, დრონი უკრაინის საზღვართან მდებარე მიხაილოვკა-ლოპატნას მიმართულებიდან შემოფრინდა. მოგვიანებით მისი ფრაგმენტები ლოპატნას სოფლის მახლობლად, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.
თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ადგილზე დაფიქსირებული კვალი მიუთითებს, რომ დრონი ჩამოვარდნის მომენტში აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად მსხვერპლის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოლდოვის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, რათა აპარატის წარმომავლობა და დარღვევის გარემოებები დადგინდეს.