პრემიერი: თქვენს თავს ჰკითხეთ – რატომ დაიმსახურეთ მოსახლეობისგან კვერცხების სროლა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც დეპუატტები მთავრობის წევრებს უსმენდნენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ნაწილში დეპუტატმა გოგა ხჩიძემ გურჯაანში მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა. ხაჩიძემ პრემიერს მიმართა, რომ კვერცხის სროლა უღირსი საქციელია.
„ნუ დაამკვიდრებთ იმას, რაც “ქართულმა ოცნებამ” ხელწერად აქცია ბოლო პერიოდში. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი ტყუილების თქმას თუ არა, კვერცხების სროლას მაინც შეეშვებით“, – განაცხადა ხაჩიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მას პასუხად 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გაახსენა, რა დროსაც ერთ-ერთ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შიდა ქართლში ქვები დაუშინეს.
„თქვენ რაღაც დასერიოზულდით ბატონო გოგა ამ ბოლო დროს. მე უფრო სახალისო კითხვას ველოდი. გეტყვით, რომ ძალიან სამწუხაროა და არ არის ლამაზი ის, რაც მოხდა გურჯაანში ან სხვაგან, მაგრამ თქვენს თავს ჰკითხეთ – რატომ დაიმსახურეთ მოსახლეობისგან კვერცხების სროლა. პასუხი თქვენს თავში ეძიეთ. რა კვერცხების სროლაზე მელაპარაკებით, კახი კალაძე როდესაც შიდა ქართლში იყო ჩასული, ერთ-ერთ შეხვედრაზე ლოდები დაუშინეს. მიიღეთ ის, რაც დაიმსახურეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები