პრემიერი უმცირესობას: მარტო 2010 წელს, თქვენი მმართველობის დროს, ციხეებში 144 პატიმარი დაიღუპა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სასჯელაღსრულების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში 144 პატიმარი დაიღუპა, ხოლო გასულ წელს პატიმართა დაღუპვის 27 შემთხვევა დაფიქსირდა.
“ჩვენ მილიონობით ლარი დავხარჯეთ პატიმრების მკურნალობისთვის. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებას, გაიხსნა სამი საზოგადოებრივი მისაღები. სასჯელაღსრულებისა და შეზღუდვის დაწესებულებებში გაიხსნა საწარმოები, სადაც მჯავრდებულები არიან დასაქმებულები.
ამოქმედდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც მთლიანად მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული და მისი ანალოგი რეგიონში არ არსებობს.
გაიხსნა 80 საწოლზე გათვლილი განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რომელშიც, ასევე, ფუნქციონირებს 57-ადგილიანი საცხოვრებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისათვის. სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის 60-მდე საავადმყოფოსა და კლინიკაში 10 000-მდე პატიმარს შესაბამისი სამდიცინო მომსახურება გაეწია.
დაიწყო c ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გამოკვლეულია 7 ათასამდე, ხოლო განკურნებულია 200-მდე მსჯავრდებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შემცირდა მსჯავრდებულთა სიკვდიალიანობა.
“სისტემური პრობლემა-პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაბარდა წარსულს, რასაც აღიარებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები