თეთრიწყაროში ღორები მასობრივად იხოცებიან – ფერმაში კარანტინია
სურსათის ეროვნული სააგენტო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს “კალანდაში” ღორების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ფერმაში გამოცხადებულია კარანტინი, ჩატარებულია დეზინფექცია და ამ ეტაპისთვისაც გრძელდება ღონისძიებების გატარება.
“სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და დაავადების ლიკვიდაციის პროცესს 24-საათიან რეჟიმში მუდმივ მონიტორინგს უწევენ. დაცემული ცხოველების გვამი განადგურებულია ვეტერინარულ-სანიტარული წესების სრული დაცვით, შესაბამისად, დაავადებული ცხოველების ხორცის ბაზარზე მოხვედრის რისკი არ არსებობს”,- აღნიშნულია სურსათის უვნებლობის სამსახურის განცხადებაში.