ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტისგან ნდობას მიიღებს, – ამის შესახებ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ კითხვაც არ ისმის, რომ ნდობას მიიღებს, რამეთუ გუნდს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა. ხმების პრობლემა არ არსებობს. შიდა დაპირისპირებაზე მე არაფერი გამიგია. ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება ახალი მთავრობის დამტკიცების”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მთავრობაში მისი დაბრუნების საკითხს, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ” რატომ უნდა დავბრუნდე, არ ჩანს ამის არანაირი მიზეზი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები