დავით ბაქრაძე ბელგიის სამეფოს ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბელგიის სამეფოს ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ახალი პროექტი, რომელიც დაიწყო 2015 წლის აპრილში და საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განხორციელდება. პროექტი ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ. აღნიშნული პროექტის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მქონე სამი ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის განსაზღვრა, საჯარო და კერძო სექტორზე ზეგავლენის შეფასება და გამარტივებული საინფორმაციო დოკუმენტის შექმნა. გამოიცემა კომპაქტური გზამკვლევი სამივე ქვეყნის კონკრეტულ მაგალითზე.