დღეს პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა არ გამოცხადდა

დღეს, პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა არ გამოცხადდა, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება. რის გამოც, სხდომა დროებით გადაიდო.
საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა რეგისტრაცია რამდენიმე წუთის წინ გაიარეს, კვორუმი 76 იყო, დარბაზში კი, 74 კანონმდებელი იმყოფებოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა დეპუტატებს მოუწოდა, რეგისტრაციის პროცესს მეტი ყურადღებით მოეკიდონ. სხდომაზე ხუთწუთიანი შესვენება გამოცხადდა. კვორუმის პრობლემა გუშინდელ პლენარულ სხდომაზეც იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები