დავით საგანელიძე: ახალი სამთავრობო პროგრამა განსხვავებული არ იქნება
ახალი სამთავრობო პროგრამა განსხვავებული არ იქნება იმ პროგრამისგან, რომელიც დეპუტატებმა მოისმინეს და მხარი დაუჭირეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ეს უნდა იყოს პროგრამა, რომელიც ამ პერიოდისთვის იქნება სახეცვლილებით წარმოდგენილი.
„უნდა იყოს განმარტებული, ამ დროსითვის რა გაკეთდა და იმ მიმართულებით რა პროცესებია, რაზეც მაშინ გვქონდა საუბარი, როდესაც მთავრობას ვამტკიცებდით. წარმოდგენილი უნდა იყოს კიდევ ახალი და ახალი მიზნები, მით უმეტეს, რომ ეკონომიკაში ბუნებრივი პრობლემები არსებობს, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სწრაფ გადაწყვეტილებებს საჭიროებს“, – განაცხადა საგანელიძემ.
მთავრობამ პარლამენტში ნდობის მისაღებისთვის პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც უნდა წარუდგინოს.