სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ნოდარ ჯავახიშვილიც მივიდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლად დანიშნული მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც მივიდა. უწყებაში მისი მისვლის მიზეზი უცნობია. ჯავახიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხში ჯავახიშვილი აქტიურად არის ჩართული.
როგორც ცნობილია, სპორტის სამინისტროში 12:00 საათზე, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი განცხადებას გააკეთებს. არსებული ცნობით, ის თანამდებობას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები