ლეონიდ თიბილოვმა დავით სანაკოევი გადააყენა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალის ხლისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ სააგენტი „რია ნიოვოსტი“ იუწყება. თბილოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან სანაკოევთან შეათანხმა. მანამდე .ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა სანაკოევს უნდობლობა ორჯერ გამოუცხადა. დეპუტატები უკმაყოფილოები იყვნენ რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხში სანაკოევის პოზიციის გამო. დიმიტრი სანაკოევს მიაჩნდა, რომ ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთის კონსტოტუციას ეწინააღმდეგება და მის სუვერენიტეტს ზღუდავს. სანაკოევის პოზიციის მიუხედავად, მოსკოვს და ცხინვალს შორის ა.წ. მარტში გაფორმდა „მეგობრობის და თანამშრობლობის“ ხელშეკრულება. დოკუმენტი 25 წლით იყო ხელმოწერილი 10-წლიანი პერიოდით მისი გაგრძელების შესაძლებლობით.