ხაჯიმბას თქმით, საქართველო უნდა მიხვდეს, რომ წარსულში დაბრუნება აღარ მოხდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, საქართველოც და საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა მიხვდნენ, რომ დღევანდელი პროცესები შეუქცევადია და წარსულში დაბრუნება აღარ მოხდება.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ხაჯიმბამ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დისკუსიებზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ანტი ტურუნენტან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„მე არ მსურს, რომ ურთიერთობები, რომლებიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ჩამოყალიბდა, ისეთ ფორმატად იქცეს, რომელიც კონკრეტულ ამოცანებს არ წყვეტს“,- აცხადებს ხაჯიმბა.
ანტი ტურუნენის თქმით, მოლაპარაკების ფარგლებში პროგრესი, ძირითადად, ჰუმანიტარულ საკითხებში შეინიშნება. გაერო ამ საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობს და მზად არის ადგილობრივ მოსახლეობას აუცილებელი დახმარება გაუწიოს. ხაჯიმბამ და ტურუნენმა ჟენევის დისკუსიების 32-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები