ბერშუეთიდან ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მინდვრებიდან ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, ელიზბარ დურგლიშვილი შვილთან ერთად ცხვარს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული რუსი ძალოვნები გამოჩნდნენ და დააკავეს. მისმა შვილმა ტერიტორიის დატოვება შეძლო. ელიზბარ დურგლიშვილი ოჯახს უკვე დაუკავშირდა და აცნობა რომ სამხედროებმა ის ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები