მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

  შსს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ასიფ ი. დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ ცდილობდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები