საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: მანუჩარ ნ. და ელგუჯა თ. დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მათ 2014 წლის 18 იანვარს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ჯგუფურად ცდილობდნენ . აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.