ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დონეცკში ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა. დონეცკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ კოფმანმა გახსნის ცერემონიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობები გაფართოვდება. მისივე განმარტებით, ურთიერთობა არა მხოლოდ მეგობრულ, არამედ დიპლომატიურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სოციალურ სფეროებში უნდა განვითარდეს.