ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში ნაღმზე ტრაქტორი აფეთქდა

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ნაღმზე ტრაქტორი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დაურ აჩბა დაიღუპა. ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს აფხაზეთში 1992-1993 წ.წ. ომის დროს დარჩენილი ტანკსაწინაარმდეგო ნაღმი ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები