პანკისიდან სირიაში კიდევ ერთი მოზარდი წავიდა

პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ ერთი, 18 წლის ახალგაზრდა ჯამლეტ ბორჩაშვილი წავიდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მშობლები მას მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც ბორჩაშვილის მშობლები აცხადებენ, ახალგაზრდამ მათ დაახლოებით ერთი კვირის წინ შეატყობინა, რომ სირიაში აპირებდა გამგზავრებას.
„ჩვენ მოგვატყუა, რომ საქონელში აპირებდა წასვლას, ტანსაცმელი ჩაალაგა და წავიდა. ამ ბოლო ხანებში რაღაც საეჭვოდ იქცეოდა, ბიჭებთან რომ გავიდოდა სადმე და მობრუნდებოდა, უცნაურად იქცეოდა ხოლმე. ერთხელ თქვა, რომ ეგრე მითხრესო, ჩვენ წასვლის წინააღმდეგნი ვიყავით, ამიტომაც დაგვიმალა და არაფერი გვითხრა“, – აცხადებს ჯამლეტ ბორჩაშვილის დედა, თინა ბორჩაშვილი.
ამასთან, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ბორჩაშვილთან ერთად საზღვარი კიდევ ორმა ახალგაზრდამ გადაკვეთა. სირიაში საომრად პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან 2 აპრილს 16 და 18 წლის ახალგაზრდები წავიდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები საბრძოლო საქმეში ჩართულები ჯერ არ არიან და მათ ოჯახში დაბრუნება სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები