მოსკოვი და სოხუმი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა პენსიების გაზრდაზე შეთანხმდნენ
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანამშრომლების და აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების გაზრდის შესახებ. შეთანხმებას სოჭში რუსეთის შრომის მინისტრმა მაქსიმ ტოპილინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა ამრა კვარანძიამ მოაწერეს ხელი.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ეს შეთანხმება გაფორმებულია რუსეთს და აფხაზეთს შორის ე.წ. მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც აფხაზეთის საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანაშრომლების პენსიების და ხელფასების ეტაპობრივ გაზრდას ითვალისწინებს.