მთავრობამ რამდენიმე სოფლის ელექტროფიკაციის ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე სოფლის ელექტროფიკაციის ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროფიკაციის მორიგი ეტაპის ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის, დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევის, დმანისის რაიონის სოფელ სოგოუთლოს, კასპის რაიონის სოფელ ცხავერისა და ქარელის რაიონის სოფელ ოქროსოფლის ელექტროფიკაცია მოხდება. სამუშაოების შესასრულებლად მთავრობის ბიუჯეტიდან 842,158 ლარი გამოიყოფა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგია 20 წელია არ მიეწოდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყველა უშუქო სოფლის ელექტროფიკაცია 2014 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.