საუდის არაბეთის მთავარმა მუფთიმ ქმრებს ცოლების ჭამის უფლება მისცა
საუდის არაბეთის მთავარმა მუფთიმ აბდულაზიზ ალი შეიხმა განაცხადა, რომ შიმშილის შემთხვევაში, ქმარს უფლება აქვს საკუთარი ცოლი შეჭამოს. საუდის არაბეთის მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებით, ცოლმა ამ დროს მეუღლეს წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს.
„თუ ქმარს მოშივდა და სახლში საჭმელს ვერ ნახავს, მას უფლება აქვს ცოლის სხეულს ფრაგმენტი მოაჭრას და შეჭამოს“, – განაცხადა მუფთიმ ერთ-ერთი ქადაგების დროს.
მუფთის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა სკანდალი საუდის არაბეთში და სოციალურ ქსელებში. აბდულაზიზ ალი შეიხს ადრეც გაუკეთებია სკანდალური განცხადებები. კერძოდ, ის მსოფლიოში ყველა არაისლამური რელიგიის ტაძრის დანგრევას ითხოვდა, და ასევე ინიციატივით გამოდიოდა 15 წლამდე ასაკის გოგოებს გათხოვების უფლება მისცემოდა.