„ყაჩაღიანის N1 უბანი, ე.წ. „საყდრისის ბორცვი“ უკვე დიდი ხანია, აღებულია“
“არემჯი გოლდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ფარესიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაციაა.
“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არის კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაციაა და სიცრუის ტირაჟირება. კომპანია განმარტავს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აქვე განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის ობიექტი უკვე დიდი ხანია, რაც აღებულია და ნებისმიერი აპელირება იმის შესახებ, რომ ობიექტზე თითქოსდა ხდება კულტურული ფასეულობების განადგურება, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა”, – განაცხადა ფარესიშვილმა.