საგამოძიებო სამსახური მერიაში შესვლის ფაქტს უარყოფს

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიაში შესვლის ფაქტს უარყოფს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა, რომ თითქოს თბილისის მერიაში შესულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სიმართლეს არ შეესაბამება და არის ტყული.
სამსახურში განმარტავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო თანხებისმითვისების ფაქტებზე აწარმოებს გამოძიებას კონკრეტული ფირმების მიმართ,რომლებიც იყვნენ მერიის კონტრაქტორი ფირმები და თბილისის მერიის დაკვეთით ასრულებდნენ გარკვეულ სამუშაოებს.
“გამოძიების ფარგლებში, თბილისის მერიას ჩაბარდა სასამართლოს განჩინება აღნიშნული ფირმებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობის ამსახველიდოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ინტერესებში უნდა შედიოდეს მისი კონტრაქტორი ფირმების მიერ მერიის საბიუჯეტო თანხების ხარჯვისკანონიერების შესწავლა, თუმცა თბილსის მერია გაურკვეველ აღშფოთებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები