გამოძიებამ 24 მარტს საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველი ანიმაციური ვიდეორგოლი შექმნა. მასზე ჩანს კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე განვითარებული მოვლენები, როდესაც პირველი პილოტი კაბინას ტოვებს და იქ მეორე პილოტი – ანდრეას ლუბიცი რჩება. გამოძიების დასკვნის მიხედვით, სწორედ ლუბიცი თვითმფრინავის დაშვებას იწყებს და შემდეგ კლდეს აჯახებს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „ჯერმანვინგის“ ავიაკატასტროფის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა.