ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

სოფელ ერგნეთში დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი, 53-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სააღდგომოდ საფლავებსა და სალოცავებში გასვლის საშუალების მიცემის საკითხი განიხილეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენა, ასევე უგზოუკვლოდ დაკარგულების, გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარების, კოშკა-ქერეს მონაკვეთზე არსებულ ვითარებაზე და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – 54-ე შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები