რუსმა ოკუპანტებმა კირბალიდან ალექსანდრე შიუკაშვილი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისას გორის რაიონის სოფელ კირბალიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საუკოპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე 44 წლის ალექსანდრე შიუკაშვილია.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ქართულმა მხარემ ალექსანდრე შიუკაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიას „ცხელი ხაზის“ საშუალებით უკვე შეატყობინა.