რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გეგმები ნატოში ინტეგრაციის თაობაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის და 2008 წლის საბაზისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ჟენევის დისკუსიათა შედეგების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის და სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ ალიანსის გადაწყვეტილება. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 30 ივნისს გაიმართება.