პუტინი და თიბილოვი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის მოლაპარაკება მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერამდე იმართება. შეხვედრაზე პირველი განცხადება თიბილოვმა გააკეთა. მან რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რასაც, თიბილოვის თქმით, პუტინი ოსი ხალხისთვის აკეთებს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს რუსეთისთვის ყირიმის მიერთების დღეა და ეს სადღესასწაულო თარიღია ქვეყნისთვის.