ქართული მხარე ჟენევის დისკუსიებზე მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელშეკრულების საკითხს დააყენებს
მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული სამეკავშირეო შეთანხმება, ასევე მოსკოვსა და ცხინვალს შორის ანალოგიური შეთანხმების გაფორმება ართულებს ჟენევის დისკუსიებს კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში. ამის შესახებ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა აცხადებს.”
„მიმაჩნია, რომ მოლაპარაკების და ხელმოწერის ერთ დღეს ჩატარება უბრალოდ დამთხვევა არ არის. ეს მიზანმიმართული პროვოკაციული ნაბიჯია“, – განაცხადა დონდუამ.
დე ფაქტო აფხაზეთის განცხადებით, ისინი არ აპირებენ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვას, ხოლო მუშაობა ორ ჯგუფში – უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე გაიმართება. ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდი 18 მარტს ჩატარდება.