თეა წულუკიანი და დავით ნარმანია დღეს მალაიზიის მერს შეხვდებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დღეს მალაიზიის დელეგაცია ესტუმრა, მას კუალა ლუმპურის მერი, აჰმად ფეზალ ტალიბი ხელმძღვანელობს. ისინი დღეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და თბილისის მერს დავით ნარმანიასაც შეხვდებიან. დელეგაცია დეტალურად გაეცნო მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. ქართულმა მხარემ მალაიზიელ სტუმრებს ის გამოცდილებაც გაუზიარა, რაც სააგენტოს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დაუგროვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები