დავით უსუფაშვილი: 21 მარტს დაგეგმილი აქციით არაფერი არ წყდება

თუ გადადგომაზე მეკითხებით, “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის დაკმაყოფილებას არც მე ვაპირებ და არც მთავრობა – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, 21 მარტს დაგეგმილი აქციით არაფერი არც იწყება და არც მთავრდება.

“თუ მოქალაქეები გვეუბნებიან, გადადექით და გვისახელებენ ერთ, ორ და ოცდაჩვიდმეტ კონკრეტულ საკითხს, ჩვენ ძალიან ყურადღებით მოვუსმენთ ყველა მოქალაქეს და თუ დავეთანხმებით და ჩავთვლით, რომ ეს წუხილები არის სწორი, შევეცდებით ამ წუხილებზე პასუხის გაცემას და არა გადადგომას. ყველა მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს და ვისაც არ უნდა უჭერდეს მხარს, არის პირნათელი სახელმწიფოსთან მანამ, სანამ ის არ არღვევს კანონს. კანონის ფარგლებში მოქმედი მოქალაქე თავის პრეტენზიებით, მოსაზრებებით პირნათელია. მაგალითად, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ასეთ მოქალაქეს ყურადღებით მოუსმინოს, იმიტომ, რომ ის ჩვენი მოქალაქეა. მე მოქალაქეს ვუსმენ. ვისაც სურს რაიმე პოზიციის გამოხატვა, გამოხატოს. ამ აქციით არაფერი არც იწყება და არც მთავრდება. ამ პროცესებს აქვთ ერთი დასასრული და ეს არის არჩევნები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები