დავით უსუფაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი მიიღო.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველო-ისრაელს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
საუბარი შეეხო ისრაელში 17 მარტს დაგეგმილ არჩევნებსაც, დავით უსუფაშვილმა ებრაელ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარება, განვითარება და კეთილდღეობა უსურვა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები