ირინა იმერლიშვილი: თუ “ქართული ოცნების” წევრების ბრალეულობა დადგინდა, ისინი პარტიიდან გაირიცხებიან

ირინა იმერლიშვილი გუშინ ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებებს, რადგანაც პარტია მზაობას გამოთქვამს იმისათვის, რომ გუშინ მომხდარი ინციდენტი ბოლომდე გამოვლინდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ წევრების ბრალეულობა დადასტურდა, ისინი გაირიცხებიან პარტიის რიგებიდან. “ქართული ოცნება“ – დემოკრატიულმა საქაერთველომ” უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უსწრაფესად იქნეს გამოძიებული ეს ინციდენტი. მეც შევუერთდები ამ მიმართვას. როდესაც მე ვიყავი პარტიის ხელმძღვანელი, თქვენ გახსოვთ დაახლოებით მსგავსი ინციდენტი იყო და ის ადამიანები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, პარტიიის რიგებიდან გაირიცხნენ”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები