ინვესტორების ნაწილი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გადასახადების შესაძლო ლიბერალიზაციაზე განცხადება გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინვესტორების ნაწილი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს.
“გადასახადების ლიბერალიზაციას რაც შეეხება, საუბარი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, უფრო სწორად საუბარი არის რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე, თუმცა, კონკრეტულ ფორმებზე, თუ როგორ მოხდება ეს, რა რაოდენობით და რა პერიოდში გაიწერება, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ეს თანხა არის 700-800 მილიონი ლარი ბიუჯეტში, თუმცა ეს თანდათანობით მოხდება თუ ერთაბაშად, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები