„ჩანს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ძალიან კონკრეტული ხედვა აქვს“
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის 3-ნაწილიან გეგმას, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თინა ხიდაშელი დადებითად აფასებს.
“ჩანდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს, როგორც მთავარ წამყვან სამინისტროს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან კონკრეტული ხედვა აქვს. ეკონომიკის სამინისტრომ იცის, რას აკეთებს სამთვიან, ექვსთვიან და ცხრათვიან პესპექტივაში, ანუ 2017 წლამდე მინისტრმა წარმოადგინა ძალიან კონკრეტული გეგმა, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს რყვები, რომელიც ზოგი ქვეყნის შიგნიდან და, მეტწილად, ქვეყნის გარედან მომდინარეობს, იყოს მინიმალიზირებული“, – განაცხადა ხიდაშელმა.