აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალები” კიევში ლევან ვარშალომიძეს შეხვდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები კიევში ლევან ვარშალომიძეს შეხვდნენ.
შეხვედრის განხილვის თემა უცნობია, თუმცა, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, აღნიშნულ მოლაპარაკებას კავშირი არ აქვს აჭარაში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან.
„ჩვენ ჩვენი ინიციატივით ჩავედით კიევში. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხები და არა მარტო… ასევე გვქონდა საუბარი ზოგადად აქ მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრა არაფერ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც დღეს უნდა გაიმართოს უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები