ეკა ბესელია: პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს.
„ჩვენ პრეზიდენტთან არ გვაქვს სადებატო. ეს ფორმატი უნდა იყოს პარლამენტის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის მოსმენა, თუ როგორ ხედავს ის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ასეთ ვითარებაში არა მგონია, დებატები სწორი ფორმატი იყოს“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტთან დებატებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ითხოვენ.