“ლექვინაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება იქნება გააზრებული“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ დავით ნარმანიას მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები გააზრებული იქნება.
ბესელიას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით არ უსაუბრია.
“ლექვინაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება იქნება გააზრებული იმ პასუხისმგებლობებისა და საჭიროებების ჭრილში, რომლის წინაშე ჩვენ ვალდებულებები გვაქვს,”- განაცხადა ბესელიამ.
თბილისის მერს დავით ნარმანიას ახალი მოადგილე ეყოლება. ამ თანამდებობას სავარაუდოდ, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაიკავებს. როგორც ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბრისას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, იგი ახალ კანდიდატურას სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები