ჯემალ ფუტკარაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხეს
ჯემალ ფუტკარაძე ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ გარიცხეს. “ქართულო ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ განიხილა პარტიის წევრის – ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი.
პარტიის გენერალურმა მდივანმა – კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა – ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა – პარტიიდან გარიცხვა.