გედევან ფოფხაძე: იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივაცია „ნაციონალების” პოლიტიკურ ლიდერებამდე მიდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივაცია „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ლიდერებამდე მიდის.
ფოფხაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ორიენტირებულია პროვოკაციების და არეულობის მოწყობაზე, ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივაციაც არეულობების მოწყობა იყო, – ეს განცხადება ფოფხაძემ „რეპორტიორთან” გააკეთა: „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა თავისი მოტივაციით მათ პოლიტიკურ ლიდერებამდე მიდის. არ ვამბობ, რომ ეს აზრად ქვედა წრეების წარმომადგენლებს მოუვიდა, მაგრამ ქვედა წრე არც არასოდეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სტანდარტის დამდგენი. ამ სტანდარტებს ადგენდა ის ხალხი, ვინც მაშინ მართავდა ქვეყანას. ეს ჯგუფი სწორედ იმაზეა ორიენტიებული, რომ ვიღაცა მოკლან და პროვოკაცია მოაწყონ. ვაზაგაშვილის მკვლელობით გათვლილი იყო, რომ ამას უნდა მოჰყოლოდა არეულობები”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ „რეპორტიორთან” საუბარში.