დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე სენატორ კრის მერფის შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ბოლო დღეს სენატორ კრის მერფის შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასაც ეწვია და სატელევიზო ინტერვიუ მისცა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, ასევე სხვადასხვა ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში.