დავით საყვარელიძეს უფლებამოსილება შეუწყდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, დავით საყვარელიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს 78 ხმით დაამტკიცა.
დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობაა.
საყვარელიძეს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე შეცვლის.