მამუკა არეშიძე: ნარმანიას ადგილას კინწისკვრით გავაგდებდი ალექსანდრე მარგიშვილს!

ექსპერტი მამუკა არეშიძე ალექსანდრე მარგიშვილის „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” ხელმძღვანელად დანიშვნის გამო დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას აკრიტიკებს. როგორც არეშიძე „კვირის ქრონიკასთან“ აცხადებს, მარგიშვილი არაოფიციალურად ეჭვმიტანილია კორუფციულ გარიგებებში და მისი თანამდებობაზე დანიშვნა ნარმანიას მხრიდან არაკორექტული საქციელია.
„ადამიანს, რომელიც კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი, მერი ახალ სამსახურს აბარებს. კითხვას ვუსვამ დავით ნარმანიას – ალექსანდრე მარგიშვილი რატომ ჩამოიცილე მოადგილის პოსტიდან, რატომ ეთქვა პირველ მოადგილეობაზე უარი, თუ ყველაფერში არის მართალი და მისი გაკეთებული საქმე მოსწონს ყველას? ეს ნარმანიას მხრიდან არის აბსოლუტურად არაკორექტული საქციელი, ვინც არ უნდა მფარველობდეს მარგიშვილს, ამას არა აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ხალხს ვერ მოატყუებ, რაც არ უნდა შეფუთო მარგიშვილი.
მე რომ ნარმანიას ადგილას ვიყო, კინწისკვრით გავაგდებდი მარგიშვილსაც და სხვა დანარჩენსაც, ვისშიც ეჭვი შეაქვთ სამართალდამცავებს. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოების წინაშე ვიყო მართალი”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირის ქრონიკასთან” საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები