ირმა ინაშვილი კონკრეტულ თარიღს ასახელებს: „ნაციონალები” არეულობას გეგმავენ

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” აპრილში არეულობას გეგმავს, – ამის შესახებ ის გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ინაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალებს” დავალებული აქვთ, რომ ლარის კურსის დევალვაციის გამო საზოგადოებაში შექმნან აჟიოტაჟი. „მივმართავ ხელისუფლებას: თქვე დალოცვილებო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძე გაქანებული „ნაციონალი” და ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი რომ არის, ახლა გაიგეთ?
არ იცოდით, ქადაგიძე ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს რომ ემსახურება და ქართველი ერის ინტერესები ფეხზე ჰკიდია? რატომ აქამდე არ მოუწყვეთ ქადაგიძეს იმპიჩმენტი? აი, სწორედ ეს არის ხელისუფლების უუნარობა და უსუსურობა, რითაც სააკაშვილი და მისი ხროვა სარგებლობს”, – აცხადებს ინაშვილი „ასავალ-დასვალთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები