„საქართველოდან ერთსქესიან წყვილებზე გაშვილების მიზნით 20-მდე ახალშობილია გაყვანილი“

ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 20-მდე ახალშობილია გაყვანილი უცხოელ ერთსქესიან წყვილებზე გაშვილების მიზნით. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, ხოლო მანამდე ჩვილების საქმეს პროკურატურა იძიებდა, თუმცა მაშინ გამოძიება „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით შეწყდა. საქმეზე მომუშავე ადვოკატების განცხადებით, გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მისულიყო და მიაჩნიათ, რომ გაძიებული საქმის გასაჯაროება ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა.
„ძალიან საეჭვო გარემოებებში შეწყდა საქმე. არის ქალბატონი, რომელიც ასახელებს სახელებსა და გვარებს. როგორც ეს ქალბატონი ამბობს, სწორედ სუროგატ დედებს აჩენინებდნენ ბავშვებს და შემდეგ უკანონოდ აშვილებდნენ“, – აცხადებს ხაჭაპურიძე.
საიას ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი გამოცემასთან საუბრისას დანაშულის სავარაუდო სქემას აღწერს.
„დონორთა უჯრედების გამოყენებით ხდებოდა ემბრიონის შექმა, სუროგატი დედის დახმარებით იბადებოდა ბავშვი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა სუროგატ დედას ბიოლოგიურ დედად არ მიიჩნევს, საზღვარგარეთ ბავშვის გადასაყვანად კი საჭიროა ბიოლოგიური დედის თანხმობა, სუროგატ დედას არეგისტირებდნენ ბიოლოგიურ დედად, შემდეგ სუროგატი დედა ნოტარიუსის წინაშე ამბობდა უარს „შვილზე“. უარის თქმამდე სუროგატი დედის მიერ სახელდებოდა ბავშვის მამა, რომელიც იყო უცხოელი. შესაბამისად, მას შემდეგ, როდესაც ბავშვზე უარს იტყოდა ქართველის სუროგატი დედა, რომელიც ბიოლოგიურ დედად იყო დარეგისტრირებული, უცხოელ პირს, ანუ ბავშვის მამას, სრული უფლება რჩებოდა, ბავშვი ქვეყნიდან გაეყვანა“, – ამბობს კოჟორიძე. გია კორკოტაშვილი: აჩვენეთ საზოგადოებას სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები!
ტელე- რადიო წამყვანი გია კორკოტაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ფირები გასააჯაროვოს. როგორც კორკოტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფაილების გასაჯაროების შემთხვევაში, „ნაცები“ ხმას ვეღარ ამოიღებენ.
„ამ ვიდეო და აუდიოფაილების დამალვით ადამიანის უფლებებს კი არ იცავენ, საზოგადოებას აზარალებენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, აჩვენეთ საზოგადოებას სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები! იქნებ, მაშინ მაინც ჩაიკმიდონ ხმა! კოჰაბიტაციისა და დემოკრატობანას თამაშში ქვეყანა გარყვნილი პოეტებით გაივსო. იმის ნაცვლად, რომ ქართულ ტრადიციებს გაუწიონ პროპაგანდა, „ნაციონალების“ იდეურ ძმებსა და დებს აძლევენ ტრიბუნას და ახალისებენ! ხალხნო, დასანგრევი უნდა დაინგრეს! ვინც კანონი დაარღვია, უნდა გასამართლდეს! თუ ამას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, სამართლის აღსრულება საზოგადოებას მოუწევს. გატოკდი ნაროდ!“ – ამბობს გია კორკოტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები