ნინო ბურჯანაძე ზურაბ ჟვანიას საქმის გასაჯაროებას ითხოვს

 

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნულს ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გადაცდენა უწოდა.

ბურჯანაძე, ასევე, ჟვანიას საქმის გამომძიებლებს მასალების გასაჯაროებას სთხოვს.

„არ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა გაგრძელდეს ეს ზღვარგადასული განხილვები. პროკურატურა კარგა ხანია იძახის, რომ გამოძიებულია საქმე და ყველაფერი ნათელია. თუ რამის თავი აქვს მას, დადოს ეს გამოძიება, თუ არადა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი გავიდა არა მარტო პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები