მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ ქუცნაშვილი საზოგადოებას საკუთარ ხედვებს გააცნობს
მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ ზაქარია ქუცნაშვილი საკუთარ ხედვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მედიას და საზოგადოებრივი ორგანიზაციის საინიციატივიო საბჭოებს უახლოეს დღეებში წარუდგენს – აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„მართლმსაჯულების სფეროს მთელ რიგ საკითხებში რეფორმებია გასატარებელი, მე ვაპირებ ეს ხედები გავაცნო ყველა იმ ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარმადგინეს. მათთან ერთად შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან მედიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელები“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.