დავით ნარმანია ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტს განაგრძობს

თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტს განაგრძობს.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერმა დღეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, მადრიდის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრი მოინახულა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ცენტრი სამოქალაქო უსაფრთხოებას, სახანძრო და სასწრაფო დახმარებას მთელი ქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სასწრაფო- სამედიცინო დახმარების საქმიანობას დაეთმო.
როგორც შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ალფონსო ალამომ განაცხადა, დედაქალაქს 21 სადგური ემსახურება, რაც სამსახურის საქმიანობის ეფექტურობას და ოპერატიულობას მაქსიმალურად ზრდის. მისი თქმით, მადრიდში დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 300 გამოძახება ხორციელდება, ხოლო სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადა გამოძახების ადგილზე მისვლას მხოლოდ 8 წუთს ანდომებს.
დავით ნარმანიას თქმით, მადრიდის გამოცდილების გაზიარება სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მიმართულებით ამ სფეროს რეფორმირებას მნიშვნელოვნად წაადგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები