სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ ძებნილი, ფოთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე დააკავეს (ვიდეო)

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, დააკავეს 1968 წელს დაბადებულ ვიქტორ ჭელიძე. ჭელიძე 2000-2005 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში. აღნიშნულ პერიოდში მან არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა.
შს სამინისტროს ცნობით, ვიქტორ ჭელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი: მითვისება ან გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ სიყალბეში, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება, ან განადგურებასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში.
ვიქტორ ჭელიძის საქართველოში ექსტრადიცია 31 იანვარს განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები