გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ვერეს ხეობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ხდება გაურკვეველი სითხის ჩაღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.