რატი იონათამიშვილი გახარიაზე: თუ რამე აქვს დაკარგული, გონება კი არა უკვე ძალიან დიდი ხანია სინდისია – რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოებისთვის არიან კატეგორიულად მიუღებლები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.
“გახარიამ ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ პროვოკატორიც თვითონ არის და კონფლიქტიც თვითონ დაიწყო. რაც შეეხება იმას, რა ახსოვს და რა არა, ამ ადამიანს თუ რამე აქვს დაკარგული, გონება კი არა სინდისი აქვს დაკარგული უკვე ძალიან დიდი ხანია. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოებისთვის არიან კატეგორიულად მიუღებლები. ის გარდა იმისა, რომ არის მოღალატე, არის პროვოკატორიც, არის მოძალადეც და თუ საკადრისი პასუხი მიიღო, ეს საკუთარ პროვოკატორ ბუნებას დააბრალოს,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, დღეს გიორგი გახარიამ ბრინგი გამართა, სადაც თქვა: “მას შემდგომ რაც მე მქონდა რეაქცია, და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით და დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი ასე რომ ვთქვათ, ამის შემდგომ ისინი ჯგუფურად თავს დამესხნენ, რის შედეგადაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, მე გონება დავკარგე. რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით თუ ამ ჭიქის სროლით. დიახ, ეს მე გავაკეთე.”